12:32 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 13:31:27, 682 ნახვა

საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების საკითხები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს

მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების საკითხები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული საბჭო USDA-ის მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და სამინისტროში შემავალ უწყებებს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამსახურს, სამეცნიერო და კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კაკაბაძემ ყურადღება დარგის განვითარების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობაში მცენარეთა დაცვის სისტემების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

შეხვედრის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს; მონაწილე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული აქტივობები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გამოწვევები და დაგეგმილი სიახლეები, საბაჟო პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის განახლებული წესები და რეგულაციები განიხილეს. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა საქმიანობისა და DCFTA-ს ფარგლებში მცენარეთა დაცვის მიმართულებით შემუშავებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციების შესახებ ანგარიშები წარადგინეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics