|
2023-11-14 12:43:09, 670 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე - ვაპირებთ დიდ შეკრებას ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით - სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლა ვლინდება
ენმ-ი აპირებს დიდ შეკრებას ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით და სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა,- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, მმართველ პოლიტიკურ პარტიას "ეშინია, პროდასავლურ ძალებს შენობები იჯარით დაუთმოს". “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, მაგალითად როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ, ჩვენ გვითხრეს უარი. მაშინ, როდესაც “ალტ-ინფოს”, აშკარად გამოხატულ რუსულ ძალებს არ აქვთ არავითარი შეფერხება, საკუთარი შეკრებები ჩაატარონ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში და მაგალითად, როგორიც იყო თელავის თეატრი, ჩვენ კი, პროდასავლურ ძალებს წინააღმდეგობას გვიწევენ, რომ მოვაწყოთ შეკრება და ღირსეულად აღვნიშნოთ ვარდების რევოლუციის 20- წლისთავი... სწორედ ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა. ჩვენ, ერთი მხრივ, გვესმის მათი ტრაბახი, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან და მეორე მხრივ, მათ ეშინიათ, შენობები იჯარით დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და ასევე, კონსულტანტები, რომლებიც ჩვენ გვყავს, არ შემოუშვან ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და მე მინდა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ როდესაც ისინი აკეთებენ შუალედურ ან საბოლოო დასკვნებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ეს არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს იწყება დიდი ხნით ადრე",- განაცხადა კირკიტაძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)