16:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 14:52:19, 700 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ოპოზიცია იყოფა 3 ნაწილად – რადიკალი ხელმოცარულები, კონსტრუქციულები და ჩახდილები

გრადაცია მაქვს, რომ ოპოზიცია იყოფა სამ ნაწილად - რადიკალი ხელმოცარულები, კონსტრუქციულები და ჩახდილები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში არეულობის მოსაწყობად სჭირდება.

"მე ასეთი გრადაცია მაქვს, რომ ოპოზიცია იყოფა - არიან რადიკალი ხელმოცარულები, არიან კონსტრუქციულები და არიან ჩახდილები. რადიკალ-ხელმოცარულებს და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ. რა არის ეს ინტერესი? რომ აქ ქაოსი მოაწყონ, არეულობა პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ 2%-მდე დაიყვანო ბარიერი, რომ უფრო მეტი ხელმოცარულები იყვნენ და არ არის ასე. ქვეყნის ინტერესებში არ შედის ხელმოცარულების და აი, ამ ქაოსის და არეულობის მომხრენი შევიდნენ პარლამენტში, - განაცხადა ზარქუამ. 

ცნობისთვის, 2022 წელს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებდა კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics