|
2023-11-13 14:04:33, 705 ნახვა
პოლიტიკა
ბერაია - გადადგომას არ ვაპირებ - ყველამ გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ
გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველამ მინდა ეს კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მას შემდეგ, რაც "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ყოფნას "სირცხვილი" უწოდა, ბერაიამ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "სპეკულაციები უნდა დასრულდეს". "მანამ, სანამ მეც და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს",- თქვა ბერაიამ. შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)