17:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 11:12:49, 980 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური - გულრიფშის რაიონში დივერსიული ჯგუფის ყოფნა არ დადასტურდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში დივერსიული ჯგუფის ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. 

ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 8-9 ნოემბერს განახორციელა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც გულრიფშის რაიონში, აზანტას დასახლებასთან, შეიაღებული პირების არსებობაზე ოპერატიულ ინფორმაციას ამოწმებდა. 

გადაიკეტა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები და დაზვერვა. განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ დადასტურდა",- ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ნოემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

უფრო ადრე, 8 ნოემბერს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ "უსაფრთხოების ძალები" გულრიფშის რაიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებდნენ მას შემდეგ, რაც სოფელ აზანტას მახლობლად, ადგილობრივმა მონადირეებმა "ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე", 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics