|
2023-11-09 16:37:11, 928 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე - ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს
შოკისმომგვრელია, რომ ბრიუსელი ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. ზახაროვას თქმით, ევროკავშირი "ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებსა და დეტალურ განმარტებებს იგნორირებას უკეთებს". "ევროკავშირი ხელმძღვანელობს ცრუ შეფასებებით. ამასთან, ის "სამხრეთ ოსეთის" საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს. ჩვენ გაოცებულები ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, მათ უგულებელყვეს აშკარა ფაქტები და ოსური მხარის დეტალური განმარტებები, რაც გაკეთდა. შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები", - განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)