|
2023-11-09 12:14:04, 827 ნახვა
პოლიტიკა
კოლომინა - ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარებაა
ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, - ასე გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. კოლომინას თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარებაა. "ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, ისევე, როგორც საქართველოს ერთგულებისა საერთო ღირებულებებისადმი“, - წერს კოლომინა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)