|
2023-11-09 11:27:08, 729 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - მთავრობაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინის გვერდით არ დგას
საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო ახლა არ დგას მოლდოვასა და უკრაინის გვერდით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. იუკნევიჩიენეს თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭების რეკომენდაციის გაცემა ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან მათ არ დაუშვეს, რომ მთავრობას გადაედგა არასწორი ნაბიჯები დემოკრატიის უკუსვლის კუთხით. "ეს ისტორიული დღეა მთელი ევროპისთვის - უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსთვის. ეს არის წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან მათ რამდენჯერმე არ დაუშვეს, რომ მთავრობას გადაედგა არასწორი ნაბიჯები დემოკრატიის უკუსვლის კუთხით. საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო ახლა არ დგას მოლდოვასა და უკრაინის გვერდით", - განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)