|
2023-11-08 17:38:54, 710 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტი - მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს
მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. იოჰანისის თქმით, რუმინეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები დაიწყონ. "მივესალმები ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მათ მიერ რეფორმების ჩატარების ეს აღიარება სრულიად დამსახურებულია. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოსაც, იმ გაგებით, რომ გარკვეული ნაბიჯები წინ არის გადადგმული, ასევე მივესალმები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც წევრობისთვის საჭირო გარკვეული კრიტერიუმები შესრულდება", - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)