|
2023-11-07 16:26:48, 745 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი მედიას - გინტურის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც თქვენმა ბელადმა ჩაიდინა
დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს. ვოლსკის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "ბელადმა" რუსეთს ოკუპაციის საშუალება მისცა. "ეს თემა თვითონ, ოკუპაციის დაშვების, საოკუპაციო ხაზების გავლების 2007-ში, 2008-ში განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, ამდენი სამოქალაქო პირები ხოცვის შემდეგ არცერთი საქმე არ აღძრულა და დღეს უნამუსოდ გამოდიან ეს ადამიანები და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს. პირიქით, უფრო წაახალისეს რუსეთის ფედერაცია, რომ თავისუფლად ეგრძნო თავი. ეს ხაზებიც მათ გაავლეს, როდესაც უკანონო არჩევნები ჩაატარეს 2006 წელს და როდესაც ადმინისტრაცია შემოხაზეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხაზი. საგანგებოდ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაუკეთა დღეს "ნაცმოძრაობას" და სრულიად შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი განცხადებები გავიგონეთ დილიდან ამასთან დაკავშირებით.... დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რომ რუსეთს გაუვლე ხაზი საოკუპაციო, რომ ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები. ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ეგ ერთი ტანის ორი ხელია, მარჯვენა და მარცხენა",- მიმართა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)