|
2023-11-07 15:12:01, 637 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი სამადაშვილზე - რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის - რატომ უნდათ დაამარცხონ ეს ქვეყანა
ეს ქალბატონი, ჩემი კოლეგა კარგ საქმეზე წასული ბრიუსელში არ მახსოვს. მისი ბობოქარი „ნატურა“, მხოლოდ ავი საქმის კეთებაა ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეუძლია მას და მის კოლეგებს. ამისთვის არის წაბრძანებული, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, სალომე სამადაშვილის ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე. ცაგარეიშვილის თქმით, სალომე სამადაშვილის ვიზიტი "არასწორი ინფორმაციების" ჩატანასა და "მზაკვრული გეგმის" განხორციელებას ემსახურება. „უბრალოდ ძალიან გაქანებულია ეს მატარებელი და ჩემი რჩევაა ქალბატონმა სალომემ კისერი არ მოიტეხოს ამ მატარებელზე ახტომისას იმიტომ, რომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება შენს ქვეყანას ებრძოდე და კერძოსა და საზოგადოს შორის უხილავი ზღვარი გადალახო. მე კი არ მებრძვის, ქვეყანას ებრძვის. ამით მეც დავზარალდები, ბუნებრივია და ჩემი შვილები და შვილიშვილები დაზარალდებიან თუ ჩვენ სტატუსი არ მივიღეთ, მეც ერთი რიგითი წევრი ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ უამრავი ადამიანიც ხომ დაზარალდება. ან იმ ვიზით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მათ შორის მას მოუპოვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ სარგებლობს ის? ხომ სარგებლობს. ჰოდა, ეს ხომ საერთო სიკეთეა, მისთვისაც და ჩემთვისაც მოპოვებული. რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის, რატომ უნდათ დაამარცხონ ეს ქვეყანა",- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)