20:06 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 14:18:17, 748 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს წარმომადგენელი - სუს-ის ვიდეოში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება

ვნახე სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება,- ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაეროს წარმომადგენელმა, პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა, აღნიშნა, რომ სუს-მა ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა.

"ჩემს ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო შეკრება, რომელსაც განიხილებოდა მშვიდობიანი მეთოდებით საკუთარი უფლებების დაცვის საკითხები. სუს-მა ეს ვიდეო წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და კერძოდ ორგანიზაცია "კანვასი" მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლაა. ამის გამო, დაკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო საზოგადოების წევრები. მე თავად ვნახე სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. სემინარი იყო ღია ყველასთვის, ის მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, სუს-მა კი ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა",- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics