|
2023-11-07 12:20:02, 1373 ნახვა
პოლიტიკა
„ჩვენი ხმა ევროპას“ - პრეზიდენტი ხვალ ხელმოწერების კამპანიას იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალონე ზურაბიშვილი ხვალ, 8 ნოემბერს ხელმოწერების კამპანიას იწყებს. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით "ეს უნდა იყოს დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა" "მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე - ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს საქართველოში მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე; ვინმეს შეიძლება სჯეროდეს, რომ წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში; რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში. ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ ვაპირებდით და ვგეგმავდით - 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს - არა ზეიმისთვის, იმიტომ, რომ ზეიმი გვექნება ჩვენ თუ მივიღებთ პასუხს დეკემბერში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელიც ყველა იქნებით ჩართული, ყველა ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს უნდა იყოს დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი. რადგან რუსეთმა სცადა, შეგვიცვალოს დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი დღის ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას - შენს ხმას - ყველა ინდივიდუალურად და ყველა ერთად და აქ ყველა უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასდროს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე; ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე; ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის. ხვალ, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)