|
2023-11-06 22:09:28, 870 ნახვა
პოლიტიკა
ენმ კირბალზე - ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსი ოკუპანტი სამხედროების მიერ ოკუპაციის ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, "ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს". "როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ორ მაცხოვრებელზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს. ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს! ამასთანავე, ოკუპაციის ხაზის გადმოწევის არ შემჩნევის პოლიტიკამ, 2012 წლის შემდეგ, დამატებით 12 მილიონი კვ.მ-ის ოკუპაცია მოიტანა. რეჟიმის სამარცხვინო, ანტი-ქართულმა ნაბიჯებმა, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის უფლებების შელახვა, მკვლელობა და გატაცება მოიტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც დიპლომატიური, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კუთხით რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ვითარების დასტაბილურებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია პოლიციის პირადი შემადგენლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების რაოდენობის მინიმუმ გაათმაგება, აგრეთვე, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა თუ დაბებს, მიენიჭოთ განსაკუთრებული ეკონომიკური სტატუსი, ამასთანავე, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაათმაგდეს დახმარება, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ ქართული სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება იგრძნოს. “რუსული ოცნების” მიერ გატარებულ კოლაბორაციონისტულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და უამრავი სხვა ჩვენი პატრიოტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. საქართველო ოკუპანტ რუსეთთან მარტო და პირისპირ არ უნდა იყოს დარჩენილი, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჰქონდეს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით, მშვიდობიანად დაცვა, რასაც მოღალატეობრივი რეჟიმი შეგნებულად არ ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად გადასადგმელი ერთადერთი და აუცილებელი ნაბიჯი არსებული რეჟიმის მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა. ხელისუფლების მხრიდან მოვითხოვთ, გადაიდგას ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ვითარების დასტაბილიზირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები და ოკუპანტის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ, პროვოკაციულ ნაბიჯებზე ეფექტიან რეაგირებას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)