|
2023-11-04 14:44:51, 693 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - პარლამენტიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს, - აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, აღნიშნული ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. „საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები გრძელდება - მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“ მართლაც იმდენად სუსტია, ჰგონია, რომ ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს. გუშინ გამომიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა, ამ ტიპის პრეცედენტი საერთოდ მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დიახ, გიორგი ხაბურზანიამ, სხვათა შორის, ერთი სასამართლო პროცესი მოიგო უკვე, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლომ. რაც შეეხება, ლაშა დიაროვს, მამამისი ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70-იან წლებში აშენებული ღობე ყოფილა უკანონოდ აშენებული. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება. მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ერთ წელიწადში საქართველოში რუსული რეჟიმი შეიცვლება, ჩვენ ისტორიას და წარსულს ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ბრძოლას თქვენ ამით ვერ გააჩერებთ", - განაცხადა ვაშაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)