09:12 - 23 May, 2026
|
2023-11-04 12:03:50, 705 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. „ჩვენ განვიხილავთ არაბულ პოზიციას, რომელიც მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სიტუაციის გაუარესების შეჩერებას, რადგან იგი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს", - აღნიშნულია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)