|
2023-11-03 23:26:01, 888 ნახვა
პოლიტიკა
მელია - პარტიას ხლეჩს მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან ხალხი გაყარეს
თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. მელიას თქმით, ის ყველა დიდ ქალაქში გამართავს შეხვედრებს, რის შემდგომაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. "თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი. 300 ადამიანი შეიკრიბნენ უჩუმრად და პარტიიდან გარიცხეს ხალხი. ივანიშვილის არაფორმალურ რეჟიმს ვებრძვით, მე არასოდეს არ ავიტან არც ერთ ფორმატში, არც ერთ პლატფორმაზე, ანალოგიურ არაფორმალურ მმართველობას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა. ყველა დიდ ქალაქში იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მელიამ "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ მათ პარტიის შიგნით უნდათ პარტიის ლანძღვა, ჯობს, რომ პარტია დატოვონ და საკუთარი გააკეთონ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)