|
2023-11-03 15:38:11, 627 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ სტატუსის მინიჭებას
ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან, აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანი გამოეხმაურა სერგი კაპანაძის სტატიას და თქვა, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, „მათი მიზანია, ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის“. „მათი მიზანია, რომ არმინიჭების შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის. რამდენიმე აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ, თავის დროზე თვითონაც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხოლო დღეს ცდილობენ რამენაირად ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც გამოიხატება მათი მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - "საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს", გამოცემა „თრანზიშნ მედია" აქვეყნებს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)