|
2023-11-03 13:57:30, 631 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის
ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის,- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიას. როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "დროას" ან "გირჩის" პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები. "დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი - ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ეს სამწუხარო რეალობაა. ეს ზღვარი რომ იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ არის კლასიკური გაგებით სამოქალაქო ორგანიზაცია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის შეიძლება იყოს, მაგალითად "დროას" ან "გირჩის" პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - "საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს", გამოცემა „თრანზიშნ მედია" აქვეყნებს. მათივე ცნობით, "თრანზიშნ მედიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ, შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)