|
2023-11-02 22:52:08, 860 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. 90-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი სანქციების სიაში მოხვდა, რადგან ისინი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებასა და უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. გარდა ამისა, სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას ეხმარებიან. "შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერაში ერთიანდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)