|
2023-11-02 17:31:25, 710 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვინც კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ეწინააღმდეგება, არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მეგობრები არიან
ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, შეიძლება, მხოლოდ ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ამბავი უკვე დიდი ხანია გარკვეულია". "მიხეილ სააკაშვილის ამბავი უკვე დიდი ხანია, გარკვეულია და ვინც სკეპტიციზმით იყო განწყობილი, მათთვის ეს გარკვეულია მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ამხილა, რომ ყველა ეს ინფორმაცია, თითქოს მას არ ჰქონდა სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და სულ მცირე ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, ამ წლის მაისში იყო, მაისის შემდეგ ყველასთვის არის ცხადი. ის, ვინც უარყოფს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უარყოფს რეალობას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მეც პირადად, გვაქვს ვიზიტები და ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კითხვები აღარ არის. რაც შეეხება მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება, იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)