|
2023-11-02 17:23:13, 689 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა
დღეს რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობა", 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური მეთოდებით - მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. „რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს... პირდაპირ გეტყვით - დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", 3 პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა 3 გვამი",- განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ ნოემბერს „ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. გაქცეული სამივე პატიმარი დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)