|
2023-11-02 13:50:57, 732 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ენჯეოებიც“ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი - ახლა განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა უწევთ
"ენჯეოებიც" ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი: უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული; უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობოების მცდელობა, "ხელოვნურად გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და ხელისუფლება, მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მეტყველებს". მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სტატუსს ხელისუფლება და ხალხი ერთად იღებს. "რაც შეეხება ნარატივს, რომ აქეთ არის ხელისუფლება, იქით - ხალხი, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე. როდესაც ხდება ასე ხელოვნურად ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა, ეს არის ერთი: აბსურდული განცხადებები და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მუდმივად სურთ, სახელმწიფო გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ, უხეშად რომ ვთქვათ, არავინ "ჭამს" ამას. არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ასეთ აბსურდულ მესიჯებს და ვერც ქვეყნის შიგნით გაიყიდება ეს მესიჯები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც სტატუსს იღებს ქვეყანა, ამ სტატუსს იღებს ხელისუფლება ხალხთან ერთად და ხალხი ხელისუფლებასთან ერთად - ეს ყოველთვის ასეა, ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისიას EU-ის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით მიმართა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)