|
2023-11-02 09:28:35, 778 ნახვა
მსოფლიო
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა გამოცემა Interfax-თან საუბრისას განაცხადა. შეკითხვას, აპირებთ თუ არა მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის ჩატარდება, არესტოვიჩმა უპასუხა: "დიახ, მე ვიყრი კენჭს". გარდა ამისა, არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამიდანაა. "სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია", - განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)