|
2023-11-01 21:32:04, 860 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ხორვატია დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ივან მალენიცას შეხვედრა თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები. "საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების, ელექტრონული მმართველობის, აგრეთვე, პენიტენციური სისტემების ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. იგეგმება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამოცდილების გაზიარების მიზნით. რატი ბრეგაძესა და ივან მალენიცას შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)