|
2023-11-01 20:23:10, 838 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე - სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დამფინანსებლად USAID მოგვევლინა, ეს რევოლუციის ხელშეწყობაა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას გულდასაწყვეტი და სამწუხარო უწოდა USAID-ის მიერ ისეთი პროექტების დაფინანსების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის დათესვა და რევოლუციური სცენარის განვითარებაა. კალაძის თქმით, საზოგადოებამ იხილა "კანვასის" წევრების განცხადებები, "თითქოს ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა". „მინდა გავიხსენო ადრეული პერიოდი, როცა საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, იცით, რომ პარალელური დათვლები იყო გაყალბებული. გაირკვა რომ USAID-ის პროექტი იყო. ჩვენი ლიდერების მხრიდან გამოაშკარავდა ეს არასწორი დათვლა. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება წარმატებულად ჩატარებულიყო. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან დამფინანასებელი ორგანიზაცია USAID-ის სახით გვხვდება. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ვნახეთ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრების განცხადებები, თითქოს ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა. განმარტებები რაც მოვისმინეთ იყო შემაშფოთებელი. თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, ეს პირდაპირ არის რევოლუციის ხელშეწყობა",- აღნიშნა კახა კალაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)