|
2023-11-01 19:52:28, 949 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება
ვროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ამასთანავე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები. „საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)