|
2023-11-01 18:51:27, 785 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ღაზას სექტორის წინააღმდეგ ომი არ შეჩერდება, შედეგები მძიმე იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს
თუ ომი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, თავდასხმები ღაზას მშვიდობიან მოსახლეობაზე, მძიმე შედეგები იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, თუ არ შეჩერდება "გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რეგიონში იმ წერტილთან, სადაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული". „სიონისტური რეჟიმი ყველა სახის აკრძალულ იარაღს იყენებს. ღაზას შესახებ ინფორმაციას თვალს თუ ადევნებთ, მსხვერპლი აჩვენებს აკრძალული იარაღის გამოყენების ტიპსა და მასშტაბს. ეს ომი დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება და ამერიკისა და ისრაელის მიერ არ შეჩერდება ერთობლივი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, ღაზას ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მაშინ შედეგები მძიმე იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს. შეხვედრების, რომლებიც გვქონდა კატარში, დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და წინააღმდეგობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რეგიონში იმ წერტილთან, სადაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)