|
2023-11-01 15:36:53, 760 ნახვა
პოლიტიკა
მელია ენმ-ის მენეჯმენტს - ხელფასი, მანქანა, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს
გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება "ქართულ ოცნებისთვის",- ასე მიმართავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის მენეჯმენტს. მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პარტიის მენეჯმენტს რამდენიმე შეკითხვას უსვამს. "მინდა ოპოზიციას, კონკრეტულად კი, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს, აინტერესებთ პარტიის მხარდამჭერებს - კონკრეტულად რა საქმეზეა "ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტში: 1. იმის ფონზე რომ, არ შედგა არავითარი მუშაობა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება - ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა. 2. 2023 წლის იანვრიდან, პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ. 3. ოპოზიციას, 50 ხმის არსებობის შემთხვევაში, აქვს კომისიის შექმნის უფლება - ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ. ანუ გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება "ქართულ ოცნებისთვის". მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი "ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად. "უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ" - არგუმენტი არ მიიღება, რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არაუშავს, აქ ისხედით მაინცო? კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)