19:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 14:55:48, 568 ნახვა

საზოგადოება
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC - Caucasus) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საპილოტედ შერჩეული სოფლების რწმუნებულები და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი სოფო ახობაძე ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 15 სოფლისთვის საძოვრების მართვის გეგმების მოსამზადებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

"შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ჩასატარებელი ღონისძიებები განიხილეს; იმსჯელეს შეთავაზებული მოდელით საძოვრების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათი მხრიდან მზაობის თემაზე. აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის თემის მესაქონლე ფერმერებთანაც. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს სოფლის სიახლოვეს არსებული იმ საძოვრების იდენტიფიცირებას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მოხდება საძოვრების შესწავლა და მათი გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განსაზღვრა. 

სოფლის საძოვრების მართვის გეგმები გულისხმობს სოფლების დონეზე მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, საძოვრებზე არსებული მდგომარეობის აღწერას, საძოვრების აღდგენის ღონისძიებების განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს როტაციული ძოვების დანერგვას, სარეველების  კონტროლს, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და შეთესვითი სამუშაოების ჩატარებას,  პირუტყვის დარწყულების სისტემის შექმნას, საჩრდილობლების მოწყობას და სხვა. მართვის გეგმები შეჯერდება ადგილობრივ მოსახლეობასთან",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics