|
2023-11-01 13:36:55, 728 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბერაიაზე - თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა
რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს არ აქვთ მორალური უფლება, ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. "ირაკლი ბერაიამ გააკეთა უკვე თავისი განცხადება და სინანული გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევითა და არაეთიკური ქცევით. თუკი, ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)