|
2023-11-01 11:28:04, 752 ნახვა
პოლიტიკა
ანთაძე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გვირგვინას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
გუშინ, ღამის საათებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ტყვეობაში 7 მოქალაქე რჩება. "გუშინ, ღამის საათებში, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე. შეტყობინება მივიღეთ, დაახლოებით, 22:00 საათზე დაკავების შესახებ, შემდეგ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტი. გარემოებები და დეტალები ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი არ არის და ამაზე განმარტებებს, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ", - განაცხადა ანთაძემ. ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, გუშინ, 31 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ სოფელ სინაგურის მიმდებარედაც დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)