|
2023-10-31 15:24:40, 743 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - თანამედროვე ინფრასტრუქტურით გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუდაურში სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული ახალი ინვესტიციები, რაც მთლიანად განაახლებს გუდაურის კურორტს და მას განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. უმოკლეს დროში, ფაქტიურად, 5-6 თვის განმავლობაში შევძელით ორი ახალი საბაგირო გზის აშენება, რომელიც უკვე მიმდინარე წლის სეზონისთვის გაიხსნება და ჩვენი ვიზიტორები, ტურისტები, სათხილამურო სპორტის მოყვარულები იხილავენ განახლებულ ინფრასტრუქტურას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო. მინისტრმა ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დაათვალიერა, რომელთა მშენებლობასაც ახალ გუდაურში ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს. ლევან დავითაშვილთან ერთად გუდაურში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და Doppalmayr სამხრეთ კავკასიის დირექტორი, ნიკოლოზ გრძელიძე იმყოფებოდნენ. ვიცე-პრემიერის თქმით, განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. „რა თქმა უნდა, ეს თანხვედრაშია არსებული კურორტების განვითარების გეგმასთან. გვაქვს გუდაურის გენგეგმა, რომელიც საბოლოოდ ითვალისწინებს 17 000-მდე მოთხილამურის ერთდროულად მომსახურებას დღე-ღამის განმავლობაში, ზუსტად ამ გეგმას მივყვებით ინფრასტრუქტურის განვითარებით. გასულ წლებში ასევე ინტენსიური მუშაობა გვქონდა ბაკურიანის მიმართულებით, იქაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ახალი სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც კურორტს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში მოემსახურება და მიმზიდველს გახდის, თუმცა, გუდაურის მიმართულებით არ გვქონდა ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები გასულ წელს, მაგრამ წელს დაიგეგმა და ხორციელდება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა", - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები ამით არ სრულდება და გუდაურში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მისივე შეფასებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. „ზოგადად, მთის კურორტების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განვახორციელეთ, მათ შორის, ბაკურიანის, სვანეთის, გოდერძის მიმართულებით და მთის კურორტები მომზადებული ხვდება ახალ სეზონს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტორები და ტურისტები ამას დააფასებენ, რადგან ბევრად უფრო მაღალი დონის და ხარისხის სათხილამურო ტრასები დახვდებათ მიმდინარე წელს ტურისტებს, ასევე გაუმჯობესებული იქნება დამატებით დამხმარე ინფრასტრუქტურა, მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები, ელექტრონული მონიტორები და ყველა ის საჭირო ატრიბუტიკა, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სათხილამურო კურორტებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)