|
2023-10-31 15:10:24, 788 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია „ოცნებას“ - მინდა, დაველაპარაკო სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ
მინდა, დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, - ასე მიმართა „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები, ირღვევა, რადგან მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა. „საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩვენები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას", იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას". მსურდა გადამეცა მისთვის [სააკაშვილისთვის], რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები, წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიის წევრები ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით", - განაცხადა ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)