|
2023-10-31 14:14:25, 697 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - საგანგაშოა დავითაშვილის მონაწილეობა ფორუმში, რომელშიც პირსისხლიანი პუტინი იყო - სად ხართ, მისამართი შეგეშალათ?
საგანგაშო გამოვლინება იყო საქართველოს მთავრობის მეორე პირის, ვიცე-პრემიერის რანგში, ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობა იმ ფორუმში, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პირი იყო პირსისხლიანი, აგრესორი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. გოცირიძის თქმით, ფორუმში საქართველო ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა. "ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე და თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ, სადღეგრძელოები ისმოდა მშვიდობასა და ჰუმანურობაზე. ამ ფორუმში არ მონაწილეობდა ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა, რომელსაც ევროპაში უკვე სერიოზულად არ უყურებენ - ორბანისა. არ მონაწილეობდა დასავლეთის არცერთი სახელმწიფო. წარმოდგენილნი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. მთავარი მონაწილეები იყვნენ: კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი. ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი. სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან? აქვს ერთადერთი კავშირი - ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთთან",- მიმართა გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)