|
2023-10-31 13:09:25, 588 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე აშშ-ის ახალ ელჩზე - დარწმუნებული ვარ, ის უხერხულობები, რაც არსებობდა, წარსულს ჩაბარდება
დარწმუნებული ვარ, ის უხერხულობები, რაც არსებობდა, წარსულს ჩაბარდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩზე, რობინ დანიგანზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აშშ-ს ელჩთან მომავალი თანამშრომლობა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართება. „ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება - ის უხერხულობები, რაც არსებობდა, ჩაბარდება წარსულს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე. ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით დაფიქსირდა, ძალიან მძიმე და ცუდი იყო. დარწმუნებული ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო საიმედო პარტნიორი და ის ქვეყანაა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნისთვის ევროპული ღირებულებები ძალიან ძვირფასია, რადგან ევროპა დაფუძნებულია მშვიდობაზე. „ევროპული ღირებულებები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. რა არის ეს და რატომ გვინდა ევროპა? ის დაფუძნებულია მშვიდობაზე და იმ ქრისტიანულ საწყისებზე, რაც ასევე, ძვირფასია ჩვენთვის. ის, რომ ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით, წარსულით, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)