16:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 16:42:10, 705 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა პაპუაშვილს - არცერთი თავმჯდომარე დრაკონულ გადაწყვეტილებებს არ იღებდა - უკანონოა, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლა აუკრძალოთ

პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა,- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.

ბოკუჩავამ მოითხოვა, რომ პარლამენტის წევრებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცეთ.

"სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად და ბლანკეტურად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ბატონო შალვა, მათ შორის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით, ეს არ არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და ამას ადასტურებს, მათ შორის ბატონი იაგოს დღევანდელი განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირდაპირ კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის.

თქვენ არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არცერთი პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ ამ ნაწილში, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics