|
2023-10-30 12:24:27, 721 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის
ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, "პრობლემები არსად წავა". "მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია. ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა",- თქვა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)