00:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 16:36:01, 977 ნახვა

პოლიტიკა
ქარსელაძე პუტინთან ბანკეტზე - კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, შეექმნა თუ არა მას უხერხულობა, იმის გამო, რომ მისი კოლეგა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერ ვლლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა კონფერენციას განაცხადა, რომ "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან".

მისივე თქმით, დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, და იმისთვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს.

"კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები", -  განაცხადა ქარსელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში "სარტყლისა და გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ბანკეტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics