10:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 17:43:28, 855 ნახვა

მსოფლიო
ნაუსედა ორბანზე - უცნაურია ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელმაც უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. 

ნაუსედას განცხადებით, "ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელმაც უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა, უკიდურესად უცნაურია".

"უკიდურესად უცნაურია, რომ ჩვენ ვიწყებთ ფლირტს იმ რეჟიმთან, რომელმაც სისასტიკეები ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ძალიან ცუდ მესიჯს უგზავნის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა ასევე, თავად უკრაინას, რომელიც თავისუფლებისა და საკუთარი სუვერენიტეტისთვის იბრძვის, რაც ნიშნავს, რომ ის ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის",- თქვა გიტანას ნაუსედამ.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ასევე გააკრიტიკა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბეტელმაც და თქვა, რომ "ის, რაც ორბანმა გააკეთა ყველა უკრაინელი ჯარისკაცისა და უკრაინელისთვის შუა თითის ჩვენებაა".

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 17 ოქტომბერს, ჩინეთში, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმის ფარგლებში შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics