|
2023-10-27 15:52:59, 716 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა თავისი ბინები გაყიდონ
როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება, რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ თავისი ბინები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შემოსული რუსები ქვეყნისთვის "მომეტებულ საფრთხეს" წარმოადგენენ. "მინდა ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და დიდი საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება და პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირებთ, მაგრამ რაც რუსებს შეეხება - მათ 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ ბინები. სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს და უცხოეთში მყოფ ქართველებს, სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასად უნდა აყიდინონ. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრებისა და ნაყიდი ბინების ხარჯზე, რაც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ. რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნებათ",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)