|
2023-10-27 13:05:09, 710 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო დაბლოკეს
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი €50 მილიარდი ევრო დაბლოკეს, ამის შესახებ REUTERS იუწყება. უნგრეთის და სლოვაკეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო უკრაინისთვის €50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების დამტკიცების წინააღმდეგები არიან. ორბანმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას მანამ, სანამ „ ძალიან დასაბუთებულად არ აუხსნიან“ ამ თანხის დამტკიცების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ფიცოს თქმით კი უკრაინაში „კორუფციული რისკების“ გამო სარისკოა ამხელა თანხის ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცება კიევისთვის. სლოვაკეთის მემარცხენე ლიდერი რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერმინისტრი უკვე მეოთხედ გახდა. რობერტ ფიცო და მის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 25 ოქტომბერს დაამტკიცა. რობერტ ფიცოს პარტიამ Smer - SD ცენტრისტულ მემარცხენე პარტია HLAS და ნაციონალისტური SNS პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია. ფიცო სლოვაკეთის პრემიერმინისტრობიდან 2018 წელს გადადგა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფციისა და ჟურნალისტის მკვლელობის გამო ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა. რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)