|
2023-10-27 10:12:39, 680 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, არ შეეხოს ამერიკელ პერსონალს ახლო აღმოსავლეთში. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, ბაიდენმა თეირანს გაფრთხილება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინების მეშვეობით გადასცა. „პირდაპირი მესიჯი იყო გადაცემული“,- თქვა კირბიმ პრესკონფერენციაზე და მეტი დეტალის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე სახმელეთო და საჰაერო იერიში წამოიწყო, სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განხორციელდა. რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს მათ შორის ალ-ტანფზე, ალ-ომარსა და ალ-შადადზე. საერთო ჯამში, Reuters-ის ინფორმაციით, ერაყში ამერიკულ ბაზებს 12-ჯერ, ხოლო სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)