|
2023-10-26 22:14:10, 568 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი - „შუა დერეფანს“ ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შუა დერეფნისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში („The Middle Corridor in the Spotlight"), რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა რეგიონის ქვეყნებისთვის აღნიშნული პროექტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, ამასთან, შუა დერეფანი უფრო სწრაფია, ვიდრე ოკეანის მარშრუტი. ჩვენ შეგვიძლია, ყაზახეთის საზღვრიდან კონსტანცას პორტში ორ დღეში ტვირთის გადატანა, თუნდაც ჩინეთიდან კონსტანცამდე, ოკეანით ამას 44 დღე სჭირდება. უნდა აღინიშნაოს - სანდო უწყებები ამბობენ, რომ შუა დერეფანი ემისიების მხრივაც კეთილგონივრული გადაწყვეტილება", - განაცხადა რაშად ნაბიევმა. დისკუსიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის რეგიონის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და დერეფნის ქვეყნებს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას პროექტის განვითარებისთვის. „შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს, ჩემმა კოლეგებმა საკმაოდ ბევრი ძალისხმევა მიმართეს იმის გასაგებად, რომ ზუსტად გვცოდნოდა - სად არის შუა დერეფნის გამოწვევები და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - სამოქმედო გეგმას", - აღნიშნა მან.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)