|
2023-10-26 17:15:08, 688 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიისგან 16 მილიონ ევროს მიიღებს
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ, EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) – საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება“. "პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)