|
2023-10-26 14:33:22, 581 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ, რეფორმების შედეგია
კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ქვეყანაში გაუმჯობესებულია კანონის უზენაესობის, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა ინდექსები". „თუ დააკვირდებით, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და მსგავსი ინდექსები, ყველა პოზიტიურად არის შეცვლილი, ანუ ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესებულია ყველა კრიტერიუმი. სადაც კი ობიექტური ორგანიზაცია ჩაერთვება ხოლმე, კრიტერიუმები დღითიდღე უმჯობესდება. კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ პერმანენტულად, ესეც, რა თქმა უნდა, რეფორმების შედეგია, მათ შორის რაც უკვე შესრულებული დახვდა 12 რეკომენდაციას და მის ევროპულ დავალებას და რაც იმის შემდეგ დაემატა. ყველაფერი ეს აისახება ყველა კვლევაში და ეს მხოლოდ უნდა აბედნიერებდეს ყველა პოლიტიკოსს. ზოგს სწყინს, ზოგს უხარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა წინ მიიწევს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს პერმანენტული პოზიტიური სვლა, ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)