|
2023-10-26 13:49:48, 599 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია - თავის თანამოაზრეებსა და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, აღარ არის საინტერესო
ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება "ნაცმოძრაობის" გზა, ის არის უკვე "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კითხვაზე, რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან და რა სამომავლო გეგმები შეიძლება ჰქონდეს მას, მდინარაძემ განაცხადა: „უკვე ეს კითხვა შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რას ემსახურება ხაბეიშვილის და რომელიღაც მეორე „ნაცის“ შეხვედრები ერთმანეთთან. რას ემსახურება და კოორდინაციას, შიდა პარტიულ მავნებლურ გეგმებს და მის განხორციელებას. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები „ნაცებთან“ აღარ არის უკვე პრეზიდენტის და „ნაცების“ [შეხვედრა]. ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება "ნაცმოძრაობის" გზა, ის არის უკვე "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი. ჩვენგან, ანუ, ქართველი ხალხის უმრავლესობისგან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ხალხის არჩეულმა უმრავლესობამ მას უთხრა უარი იმ გეგმებზე, რასაც აკეთებს, შესაბამისად, დღეს არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე აღარ არის საინტერესო",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)