04:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 11:48:30, 544 ნახვა

საზოგადოება
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სპორტული კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, საპარკინგე სივრცეს. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის (მოეწყობა ლიფტი).  

"მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი  და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნენ.

სპორტული კომპლექსი 7 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება, 2025 წელს დასრულდება.

პროექტის საერთო ღირებულება 3 769 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი”  ასრულებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics