|
2023-10-25 19:34:20, 716 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით
კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან ის "ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს". „ჩვენი ქვეყნის მკაფიო უმრავლესობის პოზიციია და ისტორიული არჩევანია, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომელიც იხსნება, გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები, შინაარსობრივად გავხდეთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ დაცულები, რასაც სჭირდება ნატოში გაწევრიანება, ამერიკასთან დაახლოება და ევროკავშირთან არსებითი დაახლოება. ასევე, მთელი ოპოზიცია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ ამოცანით არ ხელმძღვანელობს, ამ რეჟიმს აქვს ერთადერთი ამოცანა - ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ხარჯზე. ასეთი ამოცანის მიღწევას სჭირდება მთავრობა, რომელსაც გააჩნია ეს მიზანი და ამისთვის ეფექტურად მუშაობს, მარტო ეგეც შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ სხვა გარემოებებმაც არ შეგიწყო ხელი, ხოლო დღეს ასეთი ხელისუფლება ჩვენ ახლა არ გვყავს“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)