|
2023-10-25 17:15:33, 709 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 8 ნოემბერს ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს - ახლა ერთიანობის დროა
8 ნოემბერს, ჩვენ პირველად ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს რეკომენდაციებით - ახლა არის დრო ერთიანობის, რათა ყველამ ერთი მიმართულებით იმუშაოს, იმუშაონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად აქტიურად იმუშაოს. "საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე და ჩემი ევროპელი კოლეგები მოგვიწვია, რათა ესაუბრა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას მომდევნო რამდენიმე კვირასთან დაკავშირებით აქვს. ეს კვირები საქართველოსთვის ნამდვილად გადამწყვეტი იქნება. 8 ნოემბერს, ჩვენ პირველად ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს რეკომენდაციებით და წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპის 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. ევროკავშირის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, სადაც ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის ძალისხმევა, რათა დაარწმუნონ 27 ქვეყნის ლიდერები, რომ საქართველომ განიცადა საკმარისი პროგრესი კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. ახლა არის დრო ერთიანობის, რათა ყველამ ერთი მიმართულებით იმუშაოს, იმუშაონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, დღეს, 25 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)